Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თამბაქოს მოხმარების შემაშფოთებელი სტატისტიკა საქართველოში
Saintereso.com
24 August 2016, 16:10
საქართველოში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა საბაზისო გამოკვლევის მონაცემებით, სადღეისოდ თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%. მამაკაცებს შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის _ 16-22%. სავარაუდოდ, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა იზრდება. საქართველოში მწეველ ქალთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდა, კატასტროფაც კია მოსალოდნელი. ძალზე საყურადღებოა მდგომარეობა მოზარდებს შორის. სკოლის მოსწავლეების 22,1% მწეველია, ხოლო ქალებს შორის მწეველობის პროგრესი კატასტროფულია – იგი ბოლო 16 წლის განმავლობაში თითქმის 6-ჯერ გაიზარდა (მათ შორის, გახშირდა თამბაქოს მოხმარება ორსულებშიც). სხვადასხვა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმყოფება თამბაქოს პერმანენტული და ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ. საქართველოში თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში იწყებენ, გოგონები _ 12-13 წლის ასაკში. თუ ისინი გააგრძელებენ თამბაქოს წევას, ჩამოუყალიბდებათ მისდამი ძლიერი დამოკიდებულება, რაც მრავალი გართულების წინაპირობაა. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც ამჟამად 0-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია, მწეველებს 800 ათასი ადამიანი მოემატება, რომელთაგან 400 ათასი დაიღუპება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად, მათ შორის 200 ათასი _ საშუალო ასაკში, ამდენივე კი _ ხანში შესული. 35 წლის ქართველ მამაკაცებს შორის 5-დან ერთი თამბაქოსგან გამოწვეული პრობლემებით გარდაიცვლება.   წყარო: averci.ge წყარო:
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი